სუპერ სამშაბათი

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პარტიული არჩევნები იმართება

Super Tuesday
ouest-france.fr

დღეს, ამერიკის შეეერთებული შტატების 13 შტატში და ამერიკულ სამოაზე შიდა პარტიული არჩევნები ტარდება. შტატების მოსახლეობა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს ირჩევს. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელების კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი, დემოკრატებს შორის კი ჰილარი კლინტონი იმარჯვებს.

საარჩევნო უბნები დილის 6 საათზე გაიხსნა. შიდა პარტიული არჩევნები ადგილობრივი დროით 7 საათზე დამთავრდება.

ცნობისთვის, "სუპერ სამშაბათს" არჩევნები ტარდება ალაბამაში, ალასკაზე, ამერიკულ სამოაზე, არკანზასში, კოლორადოში, ჯორჯიაში, მასაჩუსეტსში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტექსასში, ვერმონტში, ვირჯინიასა და უაიომინგის შტატებში.

კომენტარები