კრიმინალი

54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

141-ე მუხლით, “ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან,” ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ქუთაისი პოსტი დაზარალებულების მშობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფიზკულტურის მასწავლებელს სამი მოსწავლის - 6, 12 და 14 წლის გოგონების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

კომენტარები