ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს გაზპრომი, რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, ჩვენ გვახსოვს ქუჩებში გაჭიმული "კანისტრების" რიგები, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ ამ გზით გაეთბოთ ოჯახები, გვახსოვს ეზოებში ანთებული ცეცხლი და მასზე ადუღებული ჩაიდნის წყლით მომზადებული ჩაი ან სუპი ბავშვებისთვის, ჩვენ გვახსოვს რუსული წყვდიადი და წლების წინ, ამ რუსულ წყვდიადს დავაღწიეთ თავი. დღეს არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში. ამიტომ, საზოგადოების იმ წევრებთან ერთად, ვისაც არ სურს უკან დაბრუნება, ქვეყნის გაზპრომის ეპოქაში შეტრიალება, სიბნელე, სიცივე და ნავთის რიგები, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას. მისი ამოცანა იქნება, გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაზპრომის და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ წყვდიადის დაბრუნებას აღარ დაუშვებს.
ბაქრაძე Gazprom-ზე: არ დავუშვებთ ქვეყნის რუსულ წყვდიადში დაბრუნებას
tbl.ge/62c
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე Gazprom-თან მოლაპარაკებებზე. მან დეპუტატ სერგო რატიანთან ერთად, 6 მარტს აქცია დააანონსა.




