ტერაქტი დომოდედოვოს აეროპორტში

დომოდედოვოს აეროპორტის მფლობელი, დმიტრი კამენშიკი დააკავეს

დმიტრი კამენშიკი
ria.ru

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის მფლობელი, დმიტრი კამენშიკი დააკავეს. მას ბრალი 2011 წლის 24 იანვარს აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით წარუდგინეს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის უფროსის, ვლადიმირ მარკინის თქმით, კამენშიკს ბრალი ედება იმაში, რომ აეროპორტში არ უზრუნველყო შესაბამისი უსაფრთხოება.

გამოძიების ვერსიით, დმიტრი კამენშიკმა, აეროპორტის ყოფილმა დირექტორმა ვიაჩესლავ ნეკრასოვმა, ავიაციის უსაფრთხოების ყოფილმა მენეჯერმა ანდრეი დანილოვმა და აეროპორტის მართვის კომპანიის წარმომადგენელმა სვეტლანა ტრიშინამ დანერგეს შემოწმების ახალი სისტემა აეროპორტის შესასვლელებში, რამაც თავდამსხმელს აეროპორტში შეღწევა გაუადვილა.

ცნობისთვის, 2011 წლის 24 იანვარს დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს 37 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 172.

კომენტარები