მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

გვენეტაძე: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება

ტაბულა

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შესახებ 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განმარტებით, დღეს ორგანიზაციული საკითხები განიხილებოდა, რომლებიც ძირითადად თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვაზე ორიენტირებული კოლეგიის შექმნას ეხებოდა. გვენეტაძის მტკიცებით, ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტს ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა, ნინო გვენეტაძის განმარტებით, ეს პროცედურული საკითხია. მისი თქმით, რადგან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, უზენაესში უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

 

კომენტარები