დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ნაძალადევის, სამგორის, მთაწმინდის, საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმიურ სამუშაოებს და ავარიის პრევენციას ასახელებს.
კრწანისის რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის, წინანაურის, მელქაძის, ბეჟან კალანდაძის, ბერძნის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი: 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, გახოკიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე - იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 კი, იოსებიძის, შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნორიოს აღმართის, თეთნულდის, კიკვიძის, ქინქლაძის, როსტოვის, მიჩურინის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი: 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას შესახვევისა და ვერეს შესახვევის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





