ჩვენ ფორმალურად ახალი პრემიერმინისტრი გვყავს, რომელმაც თქვა, თითქოს მისი წინამორბედისგან განსხვავებით, (რომელიც უბრალოდ სრული კატასტროფა იყო საქართველოსთვის, ზოგადად, მისი მანერებიც კი), სხვანაირი იქნება. მაგრამ ჩვენ პრაქტიკაში ჯერ ვერ ვხედავთ ვერანაირ განსხვავებას და ამას ადასტურებს ისიც, რაც იცის მთელმა საქართველომ - ქვეყანას მართავს შუშის კოლბაში არსებული სახიფათო და უცნაური ადამიანი, რომელიც დაგვცინის ყოველდღე და რომ ეს ცვლილება არ არის არსებითი. იმიტომ, რომ პრაქტიკაში, პოლიტიკაში ვერანაირი ცვლილებები ვერ ვნახეთ, საერთოდ შეხვედრასაც ვერ ბედავს ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თქვა, რომ მზად იყო შესახვედრად და ჩვენც შევთავაზეთ შეხვედრა იმ მთავარ საკითხზე, რაც აწუხებს საზოგადოებას - ეს არის ეკონომიკის კრიზისი და კატასტროფული ვარდნა - ლარით დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული, რაც შეეხო ყველა მოქალაქეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბოკერია: პრაქტიკაში ჯერ ვერ ვხედავთ განსხვავებას ახალ და წინა პრემიერს შორის
tbl.ge/v1
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




