Gazprom

ბედინეიშვილი: ქვეყანას აკონტროლებს ადამიანი, ვისაც პუტინის წარმატების სჯერა

ივანიშვილის მიერ გაზპრომის აქციების ფლობა ბევრ კითხვებს აჩენს, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ესაა: გაზპრომის აქციებს თუ ყიდულობ, ნიშნავს - გაზპრომის პერსპექტივების გჯერა (რომ შეცდა ჩვენი შეუცდომელი და ნიცშეზე უკეთესი და გაზპრომის ღირებულება ბოლო წლებში 85%-ით დაეცა, ამას ახლა თავი დავანებოთ). გაზპრომი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პუტინის რუსეთია წარმატებული - ეს ფაქტია - ნებისმიერმა ინვესტორმა იცის, რომ გაზპრომის აქცია რუსეთის "პროქსია". შესაბამისად, ივანიშვილს პუტინის რუსეთის წარმატების სჯერა (ალბათ სურს კიდევაც, მაგრამ რომც არ სურდეს, სულ ცოტა სჯერა მაინც). პრობლემა მგონი აშკარაა: საქართველოს აკონტროლებს ადამიანი, რომელსაც სულ ცოტა სჯერა (და დიდი ალბათობით - სურს) პუტინის წარმატება და გამარჯვება.

წერს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი Facebook-ში.

კომენტარები