თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

კომპანია თელასის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ქართველიშვილის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, ონიაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშილის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ ჩალიპირების და სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები