დაკავება

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული ნუგზარ ჭ. სენაკში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები