ევროკავშირი-გაზპრომი

ევროკომისიას გაზპრომის ევროპაში გაფორმებულ კონტრაქტებზე წვდომა ექნება

Sputnik

Коммерсант-ის ინფორმაციით, ევროკომისია გაზპრომის ევროპაში გაფორმებულ კომერციულ კონტრაქტებზე წვდომას მიიღებს, მათ შორის - ფასებზეც. გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიამ ორი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყანა ვალდებული იქნება, ენერგეტიკის სფეროში სამთავრობათაშორისო კონტრაქტის დადებამდე, დეტალები ევროკომისიასთან შეათანხმოს. ენერგეტიკის სფეროში ევროკომისიის თანხმობის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს სამთავრობათაშორისო კონტრაქტის გაფორმებას.

გარდა ამისა, გაზის ყველა არაევროკავშირელი მიმწოდებელი კომპანია, მათ შორის გაზპრომი, ვალდებული იქნება, რეგულატორს გრძელვადიანი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ამ გზით ევროკავშირი ცდილობს, საკუთარი წევრების რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

კომენტარები