ქართული ოცნება

ქართული ოცნების წევრები საგურამოში მოქმედ და ყოფილ პრემიერებთან ერთად არიან

რუსთავი 2

ფრაქცია ქართული ოცნების წევრები საგურამოში გურამიშვილების მარანში იმყოფებიან. საგურამოში როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პრემიერმინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც არიან.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, გურამიშვილების მარანში კორპორაციული საღამო იმართება, სადაც ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ახალ წელს აღნიშნავენ. როგორც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. 

კომენტარები