საარჩევნო სიაში ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც საჭიროა. ნამდვილად მოხდება სიის გადახალისება, მაგრამ პირდაპირ გამიჯვნა, თუ რომელი პროფესიის ადამიანები უნდა იყვნენ, ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის. ბუნებრივია, ბევრი ეკონომისტი, ბევრი ფინანსისტი, ბევრი იურისტი, კანონშემოქმედებაში ჩართული ადამიანი იქნება სახარბიელო, მისაღები და კარგი, მაგრამ ნუ გავავლებთ ზღვარს და მიჯნას, ვინ უნდა იყოს და ვინ - არა, რადგან ყველა პროფესიას თანაბრად ვცემ პატივს. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს უფლება, საკანონმდებლო ორგანოში იყოს ხალხის წარმომადგენელი.
საქართველოს პარლამენტი