დიდთოვლობა

დიდთოვლობამ ყველაზე მეტად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო ყველაზე დიდი ზიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა. სპეციალური კომისიის ინფორმაციით, აქ ზარალმა 450 ათას ლარს გადააჭარბა. ჩხოროწყუს რაიონში კი ზარალი 75 ათასი ლარს აღწევს. დიდთოვლობამ ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სალები დააზიანა.

ზარალის დათვლა დასავლეთ საქართველოში უკვე დასრულებულია. მონაცემები ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

კომენტარები