ხანძარი დუბაიში

დუბაის ცენტრში მდებარე სასტუმროში ხანძრის გამომწვევი მიზეზი კვლავ დაუდგენელია

AP

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დუბაიში ახალი წლის ღამით ხანძარი, რასაც ქალაქის ცენტრში მდებარე 63-სართულიანი მდიდრული სასტუმროს ჩამოშლა მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ლიკვიდირება ბოლომდე ვერ ხერხდება.

გამოცემის ცნობით, მე-20 სართულზე ცეცხლი კვლავ მოჩანს. 

გუშინ ღამით, ცეცხლის გაჩენის შემდეგ შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, დაშავდა 16 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ცათამბჯენ ბურჯ-ხალიფასთან ახლოს მდებარეობს.

კომენტარები