მე და გია ვოლსკის რამდენჯერმე მოგვიწია ასეთ [ქართულ-აფხაზურ] ორმხრივ შეხვედრაზე ჩასვლა, ძალიან ძნელად მიდის პროცესი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი. ქართული მხარე ყოველთვის სოლიდური შემადგენლობით მონაწილეობს, ამას ვერ ვიტყოდი მეორე მხარეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სურვილია, ორმხრივი კონტაქტებში იყოს საკითხები განხილული და არა ტელევიზორით ველაპარაკოთ ერთმანეთს. რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს ჩვენს მონდომებას. ის კი არა, ამასწინათ ბატონმა პუტინმა, შეიძლება ითქვას, მოუწოდა აფხაზებს და ოსებს, რომ მათი საკითხები უნდა მოგვარდეს ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ ოსურ დონეზე. მე მიმაჩნია, რომ ეს დაეხმარება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რომ თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და წამოვიდნენ რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე.
ოკუპირებული ტერიტორიები
ზაქარეიშვილი: პუტინის მოწოდება აფხაზებს და ოსებს გადაწყვეტილებებში დაეხმარება
tbl.ge/6fw
დაკოპირდა

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




