არნო ხიდირბეგიშვილი

ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილს გორგასლის, აღმაშენებლის, მეფე ერეკლეს ფორმულა აქვს

საქართველოს არაერთი სახელოვანი მეფე ჰყავდა, რომლებიც, ღმერთისა და სამშობლოსადმი მათი თავდადებული სიყვარულის გამო, წმინდანებადაც კი შერაცხეს. თუმცა, ქართველი ხალხი ყველაზე მეტად მოიხსენიებს და პატივს მიაგებს სამ მეფეს – ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელსა და ერეკლე მეორეს. იმისათვის, რომ ისინი მტკიცე ხელით უსწორდებოდნენ შიდა მტრებს, ხოლო როცა გარეშე მტერს ვერ ამარცხებდნენ, ძლიერ მოკავშირეს პოულობდნენ და შთამომავლებს აყვავებულ საქართველოს უტოვებდნენ! ეს ფორმულაა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა შიდა მტერი – სააკაშვილი. და თუ დღეს ივანიშვილი ქართული პოლიტიკური სპექტრის „დეფრაგმენტაციას" მოახდენს, წაშლის რა „უმაქნის ფაილებს" (შეწყვეტს რესპუბლიკელების მხარდაჭერას) და „დააფორმატებს" „ქართულ ოცნებას" (დატოვებს რა ღირსეულებს, მაგალითად მინისტრ ჯავახიშვილსა და ქუმსიშვილს, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მეჭიაურს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილს), მაშინ ბატონი ბიძინა შთამომავლებს აყვავებულ საქართველოს დაუტოვებს და ისტორიაში შევა ზემოხსენებული სამი მეფის დარად!

კომენტარები