თბილისის მერი

ნარმანია: რატომ უნდა გადავდგე მაშინ, როცა უამრავ საქმეს ვაკეთებთ?

აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის კონსულტაცია არ ყოფილა, ეს არის ჭორი, რასაც მე გუშინ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი. როგორც ჩანს, ეს ისევ მორიგი ჭორია, რაც არაერთხელ გავრცელდა, რომელსაც რეალობასთან რაიმე ახლოს არ აქვს. რატომ უნდა გადავდგე მაშინ, როცა უამრავ საქმეს ვაკეთებთ, მაშინ როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივყვებით სწორად და გეგმაზომიერად.

თბილისის მერი დავით ნარმანია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები