რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

თოფაძე: რუსეთთან უვიზო რეჟიმი ექსპორტს გაზრდის, ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადია

არამგონია, პუტინის განცხადება [უვიზო მიმოსვლაზე] ვიზალიბერალიზაციასთან იყოს დაკავშირებული. ეს ცალკეა. ფაქტია, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ექსპორტს რუსეთში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადია. მით უფრო, რომ იმას გაუსვა ხაზი -  ჩვენ მზად ვართ თქვენგან მივიღოთ პროდუქტებიო. მან განაცხადა, რომ თქვენი ღვინის მოსავლის 2/3 ჩვენ მოგვაქვს და მზად ვართ ყველანაირი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. მან მეორე მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა. მე ვერ ვიტყვი რამდენად გულწრფელია, მაგრამ იმ დაკარგულ, ანექსირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ოსეთზე განაცხადა სხვათა შორის მეორედ, რომ თქვენ დაიწყეთ საუბარი ამ ხალხთან, საუკუნეები ერთად ცხოვრობდით და ჩვენ მივესალმებით ამასო. ვიმეორებ, რამდენად გულწრფელი განცხადებაა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მეორედ აცხადებს ამას, რომ - თქვენ დაიწყეთ აქტიურობა, ჩვენ ხელს არ შეგიშლით. 

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი გოგი თოფაძე.

კომენტარები