ეს არის დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს ჩვენ ვართ უფრო ევროპელები, ვიდრე ვიყავით გუშინ, ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპაც ასე ფიქრობს და სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება დღევანდელი მთავრობის, გუშინდელი ხელისუფლების, გუშინწინდელი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის, ამიტომ მე ყველა მოქალაქეს ვულოცავ, ყველა პოლიტიკოსს ვულოცავ. ამ მიღწევას ჭირდება სათანადო გამოყენება, იმიტომ, რომ საზღვრების გაუქმება ევროპასა და საქართველოს შორის, ეს არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ამასთანავე მე გირჩევთ, ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, ჯერ არ ამოხიოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დაჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას.
tbl.ge/nhe
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის დასკვნაზე.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




