უმრავლესობის სხდომა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ივანიშვილი და ღარიბაშვილი ესწრებოდნენ

facebook.com/GaribashviliOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ. უმრავლესობის ლიდერების განმარტებით, შეხვედრაზე საარჩევნო კონდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან," - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები