უკანონო იარაღი

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ედიკა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, მიმდინარეობს.

კომენტარები