რუსთავი 2

ქალაქის მთავარ სამმართველოში დღეს რუსთავი ორის თანამშრომელი დაკითხეს

ტელეკომპანია რუსთავი 2

ქალაქის მთავარ სამმართველოში დღეს რუსთავი ორის თანამშრომელი დაკითხეს. კომპანიის ფინანსური დირექტორის კახა დამენიას მძღოლი კახა კუბლაშვილი უწყებაში მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს. რუსთავი 2-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

კუბლაშვილს დღეს ქალაქის მთავარ სამმართველოში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

კომენტარები