საქართველოს ეკონომიკა

ხუთი სექტორი, რომლებშიც ინვესტიციები შემცირდა

energy.gov.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში $489 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. სექტორების მიხედვით კი კლება ასე გამოიყურება:

ენერგეტიკა - მინუს 57%

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიები უკვე მეხუთე კვარტალია მცირდება. 2015 წლის მესამე კვარტალში ამ სექტორში ჩადებული ინევსიციების მოცულობა $22 მილიონია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 57%-ით ნაკლებია. ამ სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება მისი მიმზიდველობის შემცირებაზე მიანიშნებს. 


ფოტო: weforum.org

სასტუმროები და რესტორნები - მინუს 84%

2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა სექტორში, რომელიც ტურიზმის განვითარებასთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 84%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სასტუმროებსა და რესტორნებში ჩადებულმა ინვესტიციებმა $45 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელს ჩადებულ $96 მილიონთან შედარებით 53%-ით ნაკლებია.


ფოტო: victoryaltd.com

მშენებლობა - მინუს 65%

2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მშენებლობის სექტორში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $63 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 65%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სამშენებლო სექტორში სულ $112 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. 


ფოტო: Facebook.cpm/Babilon Tower

უძრავი ქონება - მინუს 86%

2015 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტად, 86%-ით, უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციები შემცირდა. ამ სექტორში იანვარ-სექტემბერში ინვესტიციებმა $42 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 75%-ით ნაკლებია. 


ფოტო: Youtube.com

დამამუშავებელი მრწეველობა - მინუს 40%

დამამუშავებელ მრწეველობაში 2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციებმა $33 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სექტორში ჩადებული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $68 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. 

ოდესის საკონსერვო ქარხანა
ფოტო: ნატა ლ. / Foursquare

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ კვარტალურ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს. 

კომენტარები