საქართველოს ეკონომიკა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 8.2 %-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები".

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ კლების ტენდენცია იყო მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში. 

კომენტარები