რუსეთი თურქეთთან ერთობლივ პროექტ "თურქულ ნაკადს" აჩერებს. ამის მიზეზი 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაა. "თურქულ ნაკადზე მოლაპარაკებები შეჩერებულია", - ამბობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.
"თურქული ნაკადით" გაზპრომს უნდა ესარგებლა. როგორც Reuters-ს გაზპრომიდან ანონიმურმა წყარომ უთხრა, "იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელში გაგრძელდება და მას არ გააუქმებენ."
პროექტი "თურქული ნაკადი" თურქეთიდან შავი ზღვის გავლით სამხრეთ ევროპის გაზით მომარაგებას ითვალისწინებდა.