NATO-საქართველო

ხიდაშელი: NATO-ს კომუნიკეში ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს აქვს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

თავადაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა NATO-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებები და საქართველოს შესახებ მიღებული კომუნიკე შეაფასა. ხიდაშელმა კომენტარი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხიდაშელმა მონტენეგროს NATO-ში მიწვევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ამ წარმატებაზე სხვა ასპირანტი ქვეყნების მომავალი წარმატება დაშენდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს NATO-ს მინისტერიალზე, რადგან 2009 წლის შემდეგ NATO არ გაფართოებულა. მონტენეგროს გაწევრიანება, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველია ასპირანტი ქვეყნებისთვის და, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსთვის. ამ კომუნიკესაც თუ წავიკითხავთ, ყველაზე მაღალი შეფასება, სწორედ, საქართველოს აქვს, ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რომ პირველად გაჩნდა კომუნიკეში ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მინისტერიალის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.

"იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პროგრესზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზეც", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები