NATO-საქართველო

კელი: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას

ვერ ვისაუბრებ NATO-ს სახელით, ვინაიდან არ გახლავართ NATO-ს ელჩი. შემიძლია, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ვთვლით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს NATO-ს წევრობის მოთხოვნა. საქართველომ რა უნდა გააკეთოს? საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. გააგრძელოს NATO-სთან თანამშრომლობა, რასაც აქამდე აკეთებდა. 

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.

კომენტარები