ყაჩაღობა

ვარკეთილში ნიკორას სუპერმარკეტი დააყაჩაღეს, დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

metro.us

თბილისში, ვარკეთილში მდებარე ნიკორას სუპერმარკეტი გვიან ღამით დააყაჩაღეს. ნიღბიანმა თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნიღბიანმა პირმა მოლარის მიმართულებითაც ისროლა, თუმცა, ტყვია მოლარეს ასცდა.

მოლარის თქმით, თავდამსხმელი ფულს ითხოვდა. მან 250 ლარამდე თანხის წაღება შეძლო.

ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები