ფორმულა არის ასეთი - ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც გადასახადის სახით იხდიან რამდენიმეჯერ უფრო მეტს, ვიდრე სახელმწიფოსგან იღებენ უკან სხვადასხვა მომსახურებების ფორმით. ჩვენი ამოცანაა, ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ საგადასახადო ტვირთი. პირდაპირ გეტყვით, ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, რომ საგადასახადო ტვირთი მოსახლეობისთვის შემცირდეს ერთი მესამედით მინიმუმ, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით სამ მილიარდ ლარზე მეტი დარჩეს ეკონომიკაში, ასეთი მასშტაბის საგადასახადო შემცირების პირობებში ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი ოჯახი, რომელიც იხეირებს ზუსტადაც რომ შემცირებული გადასახადებით, და ჩვენ დაგვრჩება ბევრად მეტი თანხა, რათა ყველაზე გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ისე კი არ დავეხმაროთ, როგორც დღეს ვეხმარებით - თანაბრად, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე მდიდარი ოჯახის წევრია მოხუცებული ადამიანი თუ ყველაზე ღარიბი ოჯახის წევრი. ჩვენ ეს გვაქვს პრობლემა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი პრობლემა არის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ განსხვავებას სოციალური დახმარებების მოცულობასა და ფორმებს შორის, მიუხედავად ამ ოჯახების კეთილდღეობისა.
tbl.ge/j2l
დაკოპირდა

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- შექიმნება "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" და "ინვესტიციების სააგენტო" – კობახიძე
- კობახიძე: ეკონომიკის განვითარების დონით EU-ს ყველა წევრს ჩამოვრჩებით
- ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას
- რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი
- იანვარში მშპ-ს 11%-ით ზრდა მანიპულაციის შედეგია – გოცირიძე




