კრიმინალი

ქრთამის აღებისთვის მებაჟე ოფიცერი და კიდევ სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ვალეს მებაჟე ოფიცერი და მისი სამი თანამზრახველი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 5 400 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები