უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

უკრაინამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტა

უკრაინამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა ისაუბრა. მისი თქმით, აკრძალვა შეეხება როგორც სამხედრო თვითმფრინავებს, ასევე სამოქალაქო ავიახაზებს.

"ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ასევე პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე", - თქვა იაცენიუკმა.

იაცენიუკისვე თქმით, უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ შეისყიდის.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაავალოს უკრაინის ნავტოგაზს, შეაჩეროს რუსული გაზის შესყიდვა. მათ შეეშალათ - ისინი კი არ გვაწვდიან გაზს, ჩვენ ვყიდულობთ მათგან", - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა. მისივე თქმით, უკრაინა გაზს ევროპელი პარტნიორებისგან შეისყიდის.

რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის თქმით კი, უკრაინას გაზის მიწოდება გაზპრომმა შეუწყვიტა. მისივე განმარტებით, უკრაინას გაზის მიწოდებას თანხის გადაუხდელობის გამო უწყვეტს.

კომენტარები