ტერორიზმი

ტუნისში მომხდარმა აფეთქებამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

EPA

ტუნისში მომხდარმა აფეთქებამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა, სადაც პრეზიდენტის დაცვის წევრები თანამშრომლებს აგროვებდნენ.

პრეზიდენტის წყაროს ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თავდასხმამ გამოიწვია. თუმცა, დადასტურებული ინფორმაცია აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე არ არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ ტუნისი ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ივნისში გახდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებმა საკურორტო ქალაქ სოუსში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს, რა დროსაც 38 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები