ყაჩაღობა

შსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს - 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბული ქ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს – გელა ქ-ს გაურიგდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 24-179-ე მუხლით)" - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები