ტერორიზმი

მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ აიღო

cbsnews.com

როიტერსის ცნობით, მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აფრიკულმა ჯიჰადისტების ჯგუფმა აიღო, რომელიც ალ-კაიდასთან არის დაკავშირებული.

დაჯგუფება "ალ-მურაბიტუნ", რისი სახელიც არაბულად "მებრძოლებს" ნიშნავს, ჩრდილოეთ მალიში ჩამოყალიბდა. მათ Twitter-ზე ინფორმაცია გaავრცელეს, რომლის მიხედვითაც მალიში სასტუმრო რედისონზე თავდასხმას საკუთარ თავზე იღებენ.

დაჯგუფება დაახლოებით ორი წლის წინ ალ-კაიდას მებრძოლმა, მუხტარ ბელმუხტარმა ჩამოაყალიბა. 

გასულ მარტს ისინი ბომაკოში თავს დაესხნენ რესტორანს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. აპრილში თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩრდილოეთ მალიში გაეროს მშვიდობისმყოფელების ჯგუფის მახლობლად აიფეთქა თავი, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ასევე, აგვისტოში, ცენტრალურ მალიში ისინი თავს დაესხნენ სასტუმროს, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბომაკოში, სასტუმრო რედისონში, შეირაღებულმა პირებმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად. ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმი სასტუმროშია შესული. ფრანსპრესის ინფორმაციით ამ დროისთვის შენობაში მძევლები აღარ იმყოფებიან. პირველადი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები