იმდენჯერ მოხდა ღარიბაშვილის და მისი უშუალო უფროსის გამოჭერა ტყუილებში, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ადვილია მათი სიცრუის გამოაშკარავება. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას აზიანებს, პირველ რიგში, მთავრობის საქციელი, მათი მცდელობა, რომ ხელში ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური მედიასაშუალება საქართველოში - რუსთავი 2, მაშინ, როცა ივანიშვილის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ღიად პრორუსულ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს. თუ არაფერი არ აქვს დასამალი ჩვენს მთავრობას, მაშინ რატომ მოითხოვა მისთვის სამარცხვინოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინწინდელი სხდომის დახურვა, სადაც იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. გასაგებია, რომ მას არ სურს, ეს კრიტიკა გაიგოს ბიძინა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის უშუალო უფროსმა, მაგრამ ასეთ ზღვარგადასულ სიცრუეს, ასეთი გადაბრალების ტაქტიკას მართლა ძალიან მოკლე ფეხები აქვს.
tbl.ge/gqo
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ენმ-ის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ხელს უშლიან.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




