ვიზალიბერალიზაცია

ბაქრაძე: ტრაგიკომიკურია მთავრობისგან პრობლემების გადმობრალება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის წევრი დავით ბაქრაძე ტყუილს უწოდებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდებებს, რომ თავად ბაქრაძე და პარტიის კიდევ ერთი წევრი გიორგი კანდელაკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებას საერთაშორისო ასპარეზზე ხელს უშლიან.

"ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე. ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არანაირად ღარიბაშვილის მთავრობას, მაგრამ უნდა გვესმოდეს - დღეს ვიზალიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს არის მთავრობის მოქმედებები ქვეყნის შიგნით - პირველ რიგში, მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ეს არის დღეს საფრთხის წყარო. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის, უბრალოდ, ტრაგიკომიკური და ალბათ ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ ძალიან გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია, კვებავს ჩვენს მოსახლეობას, ნაცვლად გაკეთებული საქმის და შესრულებული დაპირებებისა", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები