რუსეთ-საქართველო

მინაშვილი: ივანიშვილის მთავარი ვექტორია რუსეთის ფედერაცია და არა დასავლეთი

ავტორიტეტული ამერიკელი ექსპერტის ეს მოსაზრება ახალი არ არის. ჩვენ უკვე სამი წელია ვიძახით ამასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც თავად წარმოიშვა რუსეთის წიაღში, რომელმაც თავის შემოსავალი სწორედ რუსეთში გაზარდა, რომელმაც მიიღო ორი მილიონი დოლარი იმისთვის, რომ საქართველო წაიყვანოს რუსულ ორბიტაზე... ეს ახალი არ არის და ამას ადასტურებენ ადამიანები, ექსპერტები, მათ შორის ეს ექსპერტი, რომელიც ძალიან ავტორიტეტულია აშშ-ში, რომ ივანიშვილის მთავარი გზავნილი, მთავარი ვექტორია რუსეთის ფედერაცია და არა დასავლეთი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს ამ პოლიტიკას. ეს არის ძალიან სამწუხარო პროცესი და ის პროგნოზები, რაც ეხება იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია დაახლოება რუსეთთან და ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას დასავლეთთან, რაც იქნება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევრის დონალდ ჯენსენის ინტერვიუზე. ჯენსენი ამბობს, რომ "პუტინი დაიახლოვებს საქართველოს, მკერდთან მიიკრავს, ნიშნები უკვე არის".

კომენტარები