განვლილმა სამმა წელმა დაადასტურა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან არცერთ საკითხზე, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, პირიქით. თქვენ ხედავთ, რომ აბაშიძე მუდმივად საუბრობს მეორეხარისხოვან თემებზე და მათ შორის არ სურს ისეთი თემების წამოწევა, როგორიცაა ადამიანების გატაცება საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპანტი ძალის მიერ, ისე როგორც მოხდა გუშინაც და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა და დაცინვა რუტინული ყოველდღიური საკითხი ხდება და არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ამ ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უთხრას აშშ-ში და ევროპაში, რომ მათი ჩართვა საქართველოსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი არ არის. ეს არის ქვეყნის ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო და ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელისუფლება მალე ჩამოშორდეს საქართველოს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მიდის სრული ჩამოშლისკენ.
tbl.ge/10z4
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- კარასინის თქმით, საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება"
- "3+3 ინიციატივაში ჩართვას საქართველო არ განიხილავს" – კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ONLINE გაიმართა
- კარასინი: რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხს გადახედოს
- "სავაჭრო ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკაა" – კარასინი-აბაშიძის შეხვედრა Online გაიმართა
- სირცხვილია საგარეოს: მიყეფებასავით განცხადების ნაცვლად, ჯობს, ქვეყნის ინტერესებს იცავდეთ