ჩემი ფილოსოფიით, მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ის ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან ხალხის მიერ და არჩევნების დროს აქვთ ნდობა მოპოვებული, თვითონ ეს არჩევნების შედეგებია იმის საფუძველი და ვალდებულებაც, რომ იმუშავო ბეჯითად და ამის სანაცვლოდ მიიღო მაღალი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, მაგრამ არამც და არამც პრემია. ახლა ვინც გამოიყვანეთ თქვენ საუბრებში, არავის არ დაუსვამს ეს არგუმენტები, არც ზეპირად, არც წერილობით, არც საჯაროდ, არც პირადად, როგორც ჩანს მერე, ჟურნალისტები რომ მიადგნენ, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაცა უნდა აეხსნათ.დამოკიდებულებაში გარდატეხის შეტანა რომ მოვახერხოთ, არ არის მარტივი. საშუალოდ დაბალი რანგის მოხელეებს პრემიის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. მაღალი თანამდებობის პირებს არ უნდა ჰქონდეთ პრემიები. დღეს 5000-6000 ლარი აქვთ მინისტრს და მინისტრის მოადგილეს. მარეგულირებელი კომისიის წევრებს 10000-დან 15000 ლარამდე აქვთ ხელფასი. ეს ამ ქვეყანაში საკმარისი თანხაა, რომ მაღალკვალიფიციური პატიოსანი მოხელეების რეკრუტირება მოვახდინოთ მაღალ თანამდებობებზე
tbl.ge/m0r
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემა არჩევნებში
ამავე თემაზე
- ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: იგივე რიტორიკაა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს
- ვოლსკი: ჯინსებით სამუშაო ადგილზეც ვყოფილვარ და მეტროპოლიტენ ოპერაშიც
- პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ოცნება 15-მა დეპუტატმა დატოვა
- "პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებს" - ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა
- ვოლსკი გახარიაზე: მისი მონაცემები პასუხობს, იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას გააჩნია




