ტერაქტები პარიზში

ჯალაღანია: მოვუწოდებთ ჩვენს მოქალქეებს დაემორჩილნონ დროებით წესებს

http://garbonline.tv/

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით  წესებს დაემორჩილნონ. განცხადება ამის შესახებ დღეს მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გააკეთა.

"საელჩო მოუწოდებს განცხადებით და ჩვენც ვუერთდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით დედაქალაქში პარიზში და საზოგადოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაემორჩილონ ამ დროებითი წესებს, შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ ამ დასვენების დღეებში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე. სასურველია, რომ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჰქონდეთ კავშირი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, კერძოდ, საელჩოსთან. საელჩომ უკვე განათავსა თავის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ცხელი ზახის სატელეფონო ნომერი. ასევე მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს დაგვიკავშირდნენ."-ამბობს ჯალაღანია.

პარიზში მომხარ ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდასხმები გუშინ გვიან ღამით მოხდა.

 

კომენტარები