ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მუდმივად დგას კანონის უზენაესობის პრობლემა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაზეც გაჩნდება კითხვები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იცით, ეს სასამართლოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მგონია ვინმეს ბოლომდე სჯეროდეს ამის. იმის გათვალისწინებით ან მას მერე, რაც ხელისუფლებას უთქვამს მედიასთან დაკაშირებით, ისევე როგორც კონკრეტულად, რუსთავი 2-ის შესახებ, რთულია, ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო და რომ არ იყო რაიმე ტიპის ზეწოლა პრემიერისგან ან ყოფილი პრემიერისგან. ეს ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება დიქტატურას ამყარებს ან ნაციონალების მსგავსები არიან და მათსავით ცუდად იქცევიან. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა იმ პირობით, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ეს ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ეს საქმე.
tbl.ge/pqn
დაკოპირდა

ქართული ოცნების ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამერიკის ხმასთან საუბარში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




