რუსთავი 2-ის საქმე

მეჭიაური: პრეზიდენტი ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის

განმარტების მოთხოვნა არადიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით, მას უნდა მოეთხოვა ელჩებისგან განმარტებები, რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ სადმე ნიშნებს დაინახავს, რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია, თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის, რომ ასე ჩვენს განმარტებებს დიპლომატიური ან არადიპლომატიური უწოდოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტს პასუხობს.

კომენტარები