თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის სარედაქციო პოლიტიკას, ეს ჩემი აზრით, იქნება საშინელი მარცხი. ასეთი რამ არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, გარდა ავტორიტარულისა. მე კი არ ვფიქრობ, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა. მიმაჩნია, რომ ის დემოკრატიის გზაზეა. მაგრამ ეს უდაოდ უკან გადადგმული ნაბიჯია, მოსამართლეებმა საქმე უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული გარემოებებიდან და არა პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტიელბა არ დაეხმარება საქართველოს საკითხს არც ნატოში და არც ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არამარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც არიან ისეთი ქვეყნები და ცალკეული პირები, რომლებიც ეძებენ ნებისმეირ მიზეზს იმისთვის, რომ უარყონ საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები და ხელისუფლების ნაბიჯები კი ამ ადამიანებს საბაბს აძლევს ამ ადამიანებს, რომ არაფერი გააკეთონ, რითაც საქართველოს დაზარალდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, მაგრამ ეს საქმე რთულდება ისეთი ნაბიჯების გამო, რომლებიც რუსთავი 2-თან დაკავშირებით იდგმება
tbl.ge/39s
დაკოპირდა
ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე