ამას წინათ აქ დავწერე, რომ მემარჯვენე ცენტრის იდეოლოგია, რომელიც პიროვნების თავისუფლებაზე, მათ შორის ეკონომიკურ თავისუფლებაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში ღარიბებს აძლევს უკეთეს შანსს, ამიტომ მისი მომხრე უპირველეს ყოვლისა ღარიბები უნდა იყვნენ (და ხშირად არიან). ვიღაცაა დაეთანხმა, მემარცხენეებმა, ბუნებრივია, დამცინეს, რადგან ეს მათ იდეოლოგიურ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება.ახლა მოვდივარ ქვეყნიდან, რომელიც ამ დებულების საუკეთესო ილუსტრაციაა. 1950-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კორეა (ისევე როგორც ჩრდილოეთი) უღარიბესი ქვეყანა იყო. დარწმუნებული ვარ, იმ პერიოდში საქართველოში გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ხალხი. ამას რამდენიმეწლიანი ომი დაემატა. დღეს სამხრეთ კორეა მდიდარი და მზარდი ქვეყანაა, და ეს რიგითი კორეელების ცხოვრებაზე ჩანს და არა „ერთ მუჭა მდიდრებზე". ჩვენთვის მათი ეკონომიკური მდგომარეობა საოცნებოა. ეს სწორედ მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მათი ბიძაშვილები ჩრდილოეთში როგორ ცხოვრობენ, კი ვიცით. მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გარდა, ამ წარმატების საფუძველი იყო ამერიკული სამხედრო ოკუპაცია და ზოგადად ამერიკასთან ახლო ურთიერთობა, რამაც უსაფრთხოების, მაგრამ არა მხოლოდ უსფრთხოების საწინდარი შექმნა.თავდაპირველად, 2-3 ათწლეულის განმავლობაში, პოლიტიკურად კორეა სამხედრო ავტორიტარიზმის პირობებში ვითარდებოდა. მაგრამ ის რეგიონში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დემოკრატიის გზაზე გადავიდა, და ამ მხრივაც ჩვენზე გაცილებით წინაა. ესეც როგორც ეკონომიკური პოლიტიკის, ისე ამერიკასთან სიახლოვის შედეგია. ახლა სამხრეთ კორეა არა მხოლოდ ეკონომიკურად და პოლიტიკურადაა ძლიერი, არამედ კულტურითაც: იგულისხმება როგორც "მაღალი" კულტურა (სამხრეთ-კორეული კინო), ისე მასობრივი (განგამ-სტაილი და მისთანები). მოკლედ, დასკვნები გამოვიტანოთ.
tbl.ge/nbr
დაკოპირდა

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




