დღეს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის პროცესი გაიმართება. მას თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას ედავებიან. ამავე საქმეზე 16 ოქტომბერს დააკავეს სტუდენტი სალომე ხვადაგიანი და ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი, თუმცა, მათ პროცესები სხვადასხვა დროს აქვთ.
ხვადაგიანის სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო მაჭავარიანის 17 ნოემბერს.
ჩერგოლეიშვილი, ხვადაგიანი და მაჭავარიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო საინფორმაციო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. მომდევნო დღეს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



