ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად არალეგიტიმური მოსამართლე, რომელმაც ყველა კანონის დარღვევით მიიღო ეს გადაწყვეტილება. არ აიცილა საქმე. არ შექმნა მოსამართლეთა კოლეგია. ჩვენ ვიხილეთ საქმე, რომელიც ათ სხდომაში სრულ ნონსენში დასრულდა. როდესაც საქმე ეხება მედიას მსგავსი სისწრაფით საქმის შესწავლა და განაჩენის გამოტანა სასამართლო პრაქტიკას არ ახსოვს. საქმეში არსებული შვიდი მოთხოვნიდან, არც ერთზე არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულება. მთელი განაჩენი დაეყრდნო ერთ ფარატინა ფურცელს, რომელსაც ხელს აწერდა ადამიანი, რომლის კავშირი „რუსთავი 2“-თან მოსამართლემაც ვერ დაადგინა. ამ საქმეს სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. ბუნებრივია, მოულოდნელი ამ ყველაფერში არაფერი არ იყო. აქ იყო ცალსახა პოლიტიკური ლოგიკა და ქმედებები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება გავიდა სამართლებრივი ველიდან. როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას აცლის სამართლებრივი კამათის სამართლებრივ ველს, არის სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება.
tbl.ge/kv8
დაკოპირდა

GRASS-ის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




