რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლე რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას 17:30-ზე გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-ის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღეს, 17:30-ზე გამოაცხადებს. 

დღევანდელ სხდომაზე მხარეები საპაექრო სიტყვით წარდგნენ. ასევე, გააკეთეს რეპლიკები. ამით საქმის განხილვა დასრულდა.

რუსთავი 2-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, "მოსამართლე ურთმელიძემ რამდენიმე სხდომის წინ თქვა, რომ განხილვების დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოსატანად დასჭირდებოდა რამდენიმე დღე. როგორც ჩანს, განხილვები იმაზე მეტ ხანს დასრულდა, ვიდრე ხელისუფლება ელოდა, შესაბამისად, მან საკუთარი ნათქვამი გადათქვა და ორსაათნახევარში აპირებს შეააჯამოს საქმე და გადაწყვეტილება გამოაცხადოს". მისივე განცხადებით, "ერთი ყალბი ცნობის გარდა, საქმეში არც ერთი მტკიცბულება არ არსებობს". ბიბილაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ ხალვაშის სარჩელი დაკმაყოფილდეს, საჭიროა, სამოქალაქო კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის, საჯარო რეესტრის გაუქმება და ახალი სასამართლო პრაქტიკის დადგენა. 

ქიბარ ხავაშის ადვოკატს პაატა სალიას კი, სარჩელის დაკმაყოფილების იმედი აქვს. სალიას თქმით, მათი მოთხოვნები სამართლიანი და დასაბუთებულია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2-ის ინტერესია, შეინარჩუნოს წართმეული ქონება". მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის შეტანილი სარჩელი არაკეთილსინდისიერია.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშისადმი მიკუთვნების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ შესაბამისი ნორმა შეაჩერა.

კომენტარები