საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვშიშობ, რომ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე. უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება და, ზოგადად, ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებაში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არაფერი საგანგაშო არ ხდება. უბრალოდ, მე მანერვიულებს ის, რომ ბიზნესი იქნება ალბათ ძალიან უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით... ამ გადაწყვეტილებით, თუ ამ გადაწყვეტილების გარეშე, რუსთავი 2 იყო, არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ ცვლის.





