ალ ქაიდა

ალ ქაიდას ლიდერმა მუსლიმებს რუსეთიდან და დასავლეთიდან, გაერთიანებისკენ მოუწოდა

Reuters

Reuters -ის ინფორმაციით, ალ ქაიდას ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ, მუსლიმებს რუსეთიდან და დასავლეთიდან, სირიისა და ერაყის საკითხთან დაკავშირებული საფრთხის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა. კვირას გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, ალ-ზავაჰირი ალ ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოს დიდ გაერთიანებას სთავაზობს. აუდიოჩანაწერში ნათქვამია, რომ მუსლიმებმა ბრძოლა ამერიკის, რუსეთის, ირანის, სირიული რელიგიური დაჯგუფება “ალავიტებისა” და ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ უნდა დაიწყონ.

ცნობილი არ არის მიმართვის ჩაწერის თარიღი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიაცია ჩართო.

შეგახსენებთ, სირიის კონფლიქტში რუსული ავიაციის ჩართვის შემდეგ, ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთს „წმინდა ომი“ გამოუცხადა.

კომენტარები